Wednesday, March 19, 2014

,პროექტის სახელწოდება: „თევზაობა“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ კანონმორჩილ ბავშვებს,რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან კანონი.გაეცნობიან პერსონაჟ „კუკარაჩას“რომელიც იყო მილიციის ლეიტენანტი ,რომელსაც ევალებოდა უბნის ბავშვების თვალყურის დევნა.
პროექტის აქტუალობა:ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან მათ უფლებათა დამცველს ,ბავშვთა უფლებათა კონვენციას.თუ როგორაა დაცული და როდის ირღვევა ბავშვთა უფლებები.
პროექტის მიზნები:კრიტიკული აზროვნების უნარი,ნახატების მოძიების და მათზე დასკვნების გაკეთების  უნარის  განვითარება. ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება; ისტ-საშუალებით ინფორმაციის მოძიება, ჩანახატების შერჩევა  და მასზე ტექსტების შექმნა.
მონაწილეთა  ასაკი:11წ
ვადები/ხანგრძლივობა:2კვირა
მოსალოდნელი  შედეგები /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  
შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები,შეიქმნება შერჩეულ თემაზე ჩანახატი,შიქმნება ბლოგი.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ბავშვთა უფლებების კონვენცია, საქართველოს კონსტიტუცია, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, სკანერი, დიდი ფორმატის ქაღალდი, ფანქრები, საშლელი, ფრლომასტერი, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, ჭიკარტები.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო  თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა  და მისი განხორციელების  ეტაპები. განიხილება ბავშვთა უფლებების  კონვენციათა ზოგიერთი მუხლი ,გაეცნობიან ქვეყნის ძირითად კანონს ,გაეცნობიან პერსონაჟ“ კუკარაჩას „ რომელიც იყო მილიციის ლეიტენანტი,რომელსაც ევალებოდა უბნის  ბავშვების თვალყური,რათა არაფერი დაეშავებინათ  და რაიმე ხიფათს არ გადაჰყროდნენ. მოსწავლეთა ერთ  ნაწილს დაევალება ტექსტის მიხედვით  განსაზღვროს პერსონაჟის დანაშაული,პასუხისმგებლობა და სასჯელი.მეორე ნაწილს დაევალება  ამ პერსონაჟის   დაცვა (კონვენციის მუხლი)ტექსტის გათვალისწინებით მოიძიონ გამამართლებელი საბუთები. შემდეგ მოხდება აზრთა შეჯერება.შიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია მასწავლებლებსა და უბნის რწმუნებულის წინაშე. პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეფ ასდებიან .   ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტ,ქართული ენა და ლიტერატურა.
პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა მაკარაძე.                                    
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა; xatiqeto@gmail.com                                    
 პროექტის ბლოგი ;            



No comments:

Post a Comment